ახალი ამბები

15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში 3 ახალი ბაღი გაიხსნება

გორის მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს გაიხსნება საქაშეთის, ხელთუბნის და კარალეთის #1 საბავშვო ბაღი. 

“რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, რომლებიც დაკეტილია, უახლოეს პერიოდში გაიხსნება მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღები. გარკვეული პროცედურებია კიდევ გასავლელი და რამდენიმე კვირაში ალბათ, გაიხსნება”, – გვითხრეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღების შენობები რამდენიმე წელია აშენებულია, თუმცა დაკეტილია და ამ სოფლებში მცხოვრებ აღსაზრდელებს ალტერნატიულ ფართში უწევთ სიარული. 

დატოვეთ კომენტარი