ახალი ამბები

გორელმა ნია ხინჩიკაშვილმა ლას ვეგასში გამართულ ფესტივალზე გრან – პრი აიღო 

16 წლის ნია ხინჩიკაშვილმა ლას ვეგასში გამათულ საერთაშორისო ფესტივალზე “Goldeb dream” გრანპრი აიღო. როგორც ის ამბობს, ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებდნენ. 

“ჩემს კატეგორიაში, ვოკალში ავიღე გრამპრი. ამ ფესტივალის შესახებ შევიტყვე ნონა თედიაშვილსგან და ნინო გელაშვილისგან. ჩავეწერე, როგორც მონაწილე. როცა ჩავედით, იქ გავიარე შესარჩევი კონკურსი”, – ამბობს ნია. 

ნია ამჟამად გორის გოგონათა გუნდის წევრია. ამბობს, რომ სამომავლოდ საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას სხვა კონკურსებშიც გეგმავს. ასევე სურს, რომ სიმღერა პროფესიად აირჩიოს.

“სკოლის დამთავრების შემდეგ, მინდა, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარო. ვფიქრობ, ასევე უფრო მასშტაბურ პროექტებში გავიდე, როგორიცაა “ვოისი”. უახლოეს პერიოდში უკვე დავიწყებ მუშაობას და კონკურსებისთვის მზადებას”, – ამბობს ნია. 

დატოვეთ კომენტარი