შსს-ს ცნობით, პოლიციელი, რომელმაც გორში მოქალაქეზე იძალადა და დაემუქრა, დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ძალადობაში მხილებული 4 პოლიციელიდან ერთ-ერთი შსს -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
“დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
დატოვეთ კომენტარი