მოქალაქე, რომელმაც გორში, ჭანტურიას ქუჩაზე ხე თვითნებურად გადაჭრა, 500 ლარით დაჯარიმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა.
“გორში, ჭანტურიას ქუჩაზე, გვიან ღამით მოქალაქემ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად გადაჭრა ხე. სამართალდამრღვევი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაჯარიმდა 500 ლარით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ მწვანე ნარგავებს.
დატოვეთ კომენტარი