ქარელის მერია სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების შეძენას აპირებს. უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ბარიერის მოწყობა სხვადასხვა ადგილზე იგეგმება, თუმცა ზუსტი მისამართების ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია.
“გადანაწილდება ყველგან, სადაც საჭიროა”, – გვითხრა ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემზღუდველი ბარიერების შესაძენად ქარელის ბიუჯეტიდან 110 407 ლარის დახარჯვა იგეგმება.
ინფორმაციისთვის, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობას სამწევრისის, კეხიჯვრის, კრობანის, ძლევიჯვრის, ქარელის მოსახლეობა აქტიურად ითხოვს.
დატოვეთ კომენტარი