ბერლინში ჯიუ-ჯიცუს საერთაშორისო აკადემიის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ქარელელმა ჰაბიბი მამადოღლი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, – ამ ინფორმაციას მწვრთნელი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს.
თურქაძის ცნობით, ჩემპიონატზე მსოფლიოს 18 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.
“ჯიუ -ჯიცუს საერთაშორისო აკადემიის ეგიდით ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰაბიბი მამადოღლი 18 ქვეყანას შორის პირველია. მადლობა ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს, მთელს სპორტულ კოლექტივს, გია ბერუაშვილის ხელმძღვანელობით, გვერდზე დგომისათვის. მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს”, – წერს თურქაძე.
დატოვეთ კომენტარი