ახალი ამბები

ბიუჯეტის შესრულების საუკეთესო ფორმატი – რა ჯილდო მიიღო ხაშურის მერიამ 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა წლიური ბიუჯეტის შესრულების საუკეთესო ფორმატის ჯილდო დაიმსახურა, – ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული ჯილდო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისგან მიიღო.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა პირველობა საქართველოს 64 თვითმმართველი ერთეულის შესაბამის სამსახურებთან კონკურენციის პირობებში მოიპოვა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და მადლობას უხდის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს, მის ხელმძღვანელ ქალბატონ ლელა მაჭარაშვილს, თითოეულ თანამშრომელს და უსურვებს მომავალ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი