ახალი ამბები

ხაშურის მერიამ სურამში კონცერტის მოსაწყობად 10 593 ლარი გამოყო 

ხაშურის მერიამ სურამში კონცერტის მოწყობას აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 593 ლარი გამოყო. 

მერიის ცნობით, კონცერტი ადგილობრივი შემოსრულებლების მონაწილეობით ჩატარდება. 

“კონცერტზე იმღერებენ სოფო საჟინიანი, ნინი მალხაზიშვილი, ბეთლემი, SPAM JAM, NO TAME”, – ამბობენ მერიაში. 

ღონისძიება 25 აგვისტოს, სურამის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი