“ყოველდღიურად რასაც ვაკვირდები, ლამაზდება ჩვენი ქალაქი”, – ამბობს თინა ბერიშვილი, რომელმაც “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, გორში ჩატარებულ სამუშაოებზე “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.
თინა ბერიშვილი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელია. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ის ბიბლიოთეკაში მუშაობს.
კორპუსების ფასადური რეაბილიტაციით კმაყოფილია ეთერ დურულიც. როგორც ის ამბობს, ახლა ქუჩის დანახვა თვალს სიამოვნებს.
“ბევრი რამ გაკეთდა. ეს ბინები ხომ გარემონტდა, რომ შეხედავ, გესიამოვნება. გაზონები გაკეთდა, ყვავილები დაირგო, გამწვანება გაკეთდა, ყველაფერი გაკეთდა”.
“რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, არც ერთი რესპონდენტი არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებზეც ამ ქუჩებზე მაცხოვრებლები ჩივიან – ადგილობრივებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ცენტრალურ ქუჩაზე მდგარ შენობებს კაპიტალური რემონტი სჭირდება. ისინი იმაზეც წუხან, რომ პროექტის ფარგლებში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.
ამავე თემაზე: “კორპუსები გამომპალია, ჯერ მაგისთვის მიეხედათ”, – სტალინის გამზირის მაცხოვრებლები
აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოებს, რომლებზეც 20 000 000 ლარი დაიხარჯა, გარანტია მხოლოდ 2 წელი აქვთ.
ამავე თემაზე: ახლად რეაბილიტირებულ ფასადებს გარანტია 2 წელი აქვს – რა მოხდება დაზიანების შემთხვევაში