გორში, კომბინატის დასახლებაში სკვერებში არსებულ მდგომარეობაზე ჩივიან ადგილობრივები.
შინდისის 15 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასუფთავების თანამშრომლები ყოველდღიურად ტერიტორიაზე მიდიან, მაგრამ სკვერს არ ასუფთავებენ.
“სოციალურად დაუცველები, რომ დაასაქმეს კეთილმოწყობაში, მაშინ გვითხრეს, რომ მათ ევალებოდათ სკვერების დასუფთავება. ყოველდღე მოდიან, ჩამოსხდებიან, ერთობიან და თავზე გვაყრია სკვერში ნაგავიც, ფოთოლიც. ესენი დგანან და ერთობიან. ერთხელ მივეცით შენიშნვნა და ჩვენ ვალდებულები არ ვართ, ჩვენ სახელმწიფო გვიხდის ფულს, რომ დაგიგავოთ და დაგისუფთაოვოთ ვალდებულები არ ვართო. გადაგვიხადეთ 120 ლარიო და დავალაგებთო”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს 87 სოციალურად დაუცველი გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმდა, მათგან 60 კეთილმოწყობის სააგენტოში. მაშინ, სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ქალაქის მასშტაბით, თითოეულ სკვერზე თითო ადამიანია გათვალისწინებული, რომლებსაც დასუფთავება ევალებათ.