ახალი ამბები

გორის მერიაში 2024 -2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობენ 

გორის მუნიციპალიტეტის 2024 – 2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საბიუჯეტო კოდექსის“ გათვალისწინებით მიმდინარეობს, – ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, იმ დოკუმენტზე, რომელიც მომდევნო 4 წელი მუნიციპალიტეტის განვითარების ერთგვარ გეგმას წარმოადგენს გორის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს, რომელსაც გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელმძღვანელობს. 

“გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ საბიუჯეტო პარამეტრები უკვე გააცნო.  ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, მერი ხელმძღვანელობს. პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა”, – წერია გორი მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს. 

დატოვეთ კომენტარი