ახალი ამბები

ხაშურის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულებლად 1 150 000 ლარი გამოყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულებლად ბიუჯეტიდან დამატებით 1 მლნ 150 ლარი გამოყო.

ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გიორგი პაპიაშვილის ინფორმაციით, დამატებითი თანხები მიმდინარე 3 პროექტის დასრულებას მოხმარდება.

“მიმდინარე 3 პროექტზე დამატებით მოხდა თანხების გამოყოფა სამუშაოების დასასრულებლად, ეს პროექტებია: ხაშურში ტაბიძის სკვერი, სურამში ლესელიძის ქუჩაზე სასაფლაომდე მისასვლელი გზა და სოფელ ნაცარგორის გზა”, – განმარტა გიორგი პაპიაშვილმა. 

ხაშურის საკრებულომ აღნიშნული განკარგულების პროექტი გუშინ, 14 აგვისტოს დაამტკიცა.

დატოვეთ კომენტარი