“ქართულმა ოცნებამ” გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი დაასახალა.
პარტიის კანდიდატურა დღეს ირაკლი კობასიძემ წარადგინა.
“ბატონი გიორგი არის ისტორიის მეცნიერების დოქტორი, გორის უნივერსისტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება, წლების განმავლობაში ის ეწეოდა ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, პუბლიცისტურ, ლიტერატური და სამეცნიერო საქმიანობას. დღემდე გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსისტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სიით”, – განაცხადა კობახიძემ.
გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.
როგორ ავირჩევთ გორი – კასპის მაჟორიტარ დეპუტატს შუალედურ არჩევნებზე – ცესკო -ს განმარტება