ახალი ამბები

გორში, ვოლოგდის დასახელებაში სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორში, ვოლოგდის დასახლებაში მდებარე სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტიდან 249`985 ლარი გაითვალისწინა. 

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. როგორიცაა ბორდიური, ბეტონის დეკორატიული ფილების, ლამპიონის და სათამაშო ატრაქციონი.

პროექტის მიხედვით მოხდება ბილიკების, ლამპიონების, ბორდიურების, ეზოს სკამების, სასმელი წყლის, ნაგვის ურნების, ატრაქციონების, კაუჩუკის ფილებისა და საჩრდილობელის მოწყობა. 

“სკვერის ჩრდილოეთ მხარე მოეწყობა საჩრდილობელი, სამხრეთით კი საბავშვო სივრცე, აღმოსავლეთ მხარეს ეწყობა სასმელი წყლის შადრევანი”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი