გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ელქტრო ენერგიის ბოძსა და გაზის მილს.
“ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ტელეფონზე ლაპარაკობდა, თან მანქანაში რაღაც საბუთებში იქექებოდა, ვერ დაინახა წინიდან მომავალი მანქანა და დაეჯახა, შემდეგ დენის ბოძსა და გაზის მილს შეეჯახნენ”, – ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
დატოვეთ კომენტარი