ახალი ამბები

სკრის საჯარო სკოლის მოსწავლემ მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღო 

სკრის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჯემალ ბალიაშვილმა მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი, 51 ქულა მიიღო, – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ჯემალ ბალიაშვილი ასევე ოქრის მედალოსნობის კანდიდატია. 

“გაცნობა არ გჭირდებათ, ისედაც კარგად იცნობთ ჩვენს ოქროსმედალოსან ჯემალ ბალიაშვილს, მაგრამ ახლა უნდა გახაროთ! ჯემალმა მათემატიკაში (ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდაში) 51-დან 51 ქულა აიღო”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი