გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს თამაზ მაყაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. ის ამ სააგენტოში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. გავრცელებული ცნობა, რომ აღნიშნული სააგენტოს ახალ დირექტორად გიორგი ედიშერაშვილი დაინიშნა, მაყაშვილმა დაადასტურა.
“მე ჯერ არ ვიცი სად განვიხილები, ეს ალბათ, ვიღაცებმა უფრო კარგად იციან. ალბათ ამავე ა(ა)იპ-ში დავრჩები”, – გვითხრა მაყაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ა(ა)იპ-ის ფორმირება ორი თვის წინ მოხდა. სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა, რომელსაც დაემატა ტურიზმის განყოფილებაც. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ ხელმძღვანელადაც მაყაშვილი დაინიშნებოდა. მანამდე ამ სააგენტოს დირექტორის თანამდებობას, რამდენიმე წლის განმავლობაში ლაშა ხმალაძე იკავებდა.