ახალი ამბები

შუალედური არჩევნები გორი – კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად – ბრიფინგი ცესკო-ში

ორ აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს. სხდომის დღის წესრიგის თანახმად არჩევნები პირველ ოქტომბერს  პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის ასარჩევად ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება  არჩევნებს. ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ პრაქტიკაში კარგად დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. შესაბამისად კიდევ უფრო კარგად მოვემზადოთ 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის”, – ნათქვამიაა განცხადებაში. 

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.  არჩევნების წესსა და უბნების შესახებ დამატებით ინფორმაციას ცესკო მოგვიანებით, სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.