ახალი ამბები

“გვითხრეს, რომ 2 დღეში იძულებით გაგვიყვანენ აქედან” – გორში გარემოვაჭრეები გააფრთხილეს 

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ გარემოვაჭრეს საქონლის გასაყიდად გამოტანის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

“გაგვაფრთხილეს, რომ 2 დღეში იძულებით დაგატოვებინებთ ტერიტორიასო”, – ამბობენ მოვაჭრეები. 

შეგახსნებთ, რომ გურამიშვილის ქუჩის გათავისუფლებას გარევაჭრობისგან გორის მერია რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა მოვაჭრეები მერიის პირობებს არ თანხმდებიან და ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლაზე უარს ამბობენ. 

დატოვეთ კომენტარი