ახალი ამბები

ძლევიჯვარში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ჩემპიონატი გაიმართება

12-13 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში​, ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ხაბარელისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონის ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში (18 წელს ზემოთ). ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 43 000 დოლარია. 

  • პირველი ადგილი – 3000 დოლარი;
  • მეორე ადგილი – 2000 დოლარი;
  • მესამე ადგილი – 1000 დოლარი;

აბსოლიტური:

  • პირველი ადგილი – 5000 დოლარი;
  • მეორე ადგილი – 3000 დოლარი;
  • მესამე ადგილი – 2000 დოლარი;

გამორჩეული ქართული მოჭიდავეს პრიზი 3000 დოლარი გადაეცემა. 

ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის შეჯიბრი გასულ წელსაც გაიმართა. ტურნირის სპონსორი სლავა შერაზადიშვილი იყო.

დატოვეთ კომენტარი