ეს არის “რუსული ოცნების” საკადრო პოლიტიკა დღეს”, – წერს ანი ბალიაშვილი, ენმ-ს წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ სრულიად გაუმართლებელია გუბერნატორსა და მის მოადგილეებს ოთხნიშნა ხელფასი ჰქონდეთ, მაშინ როცა ცალკეულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ადამიანებს მიზერულ ხელფასს უხდიან.
“პირველ “სქრინზე” ნახავთ, რა ხელფასს უხდის მერია სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებს. მეორე ფოტოზე ჩანს სრულიად უფუნქციო და არაფრისმაქნისი გუბერნატორის და მისი მოადგილეების ოთხ და ხუთნიშნა ანაზღაურება. ესაა რუსული ოცნების საკადრო პოლიტიკა დღეს”, – წერს ანი ბალიაშვილი
დატოვეთ კომენტარი