ახალი ამბები

მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში „წმინდაწყალი/ჯარის“ გამარჯვებით დასრულდა.

გორში, ჭალის სტადიონზე გამართულ გადამწყვეტ დაპირისპირებაში, „წმინდა წყალი/ჯარმა“ – „ჭალას“ მოუგო 3:0 და პირველი ადგილისა და გარდამავალი თასის მფლობელიც გახდა, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

სამივე გოლი გამარჯვებული გუნდიდან ბექა კაპანაძემ გაიტანა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

  • I ადგილი – „წმინდაწყალი/ჯარი“;
  • II ადგილი – „ჭალა“;
  • III ადგილი – „ახალდაბა“.
  • ტურნირის საუკეთესო მეკარე: იაკობ სეხნიაშვილი (ახალდაბა);
  • მცველი: ილია ლოცულაშვილი (წმინდაწყალი/ჯარი);
  • ნახევარმცველი: ზაზა საბიაშვილი (ჭალა);
  • თავდამსხმელი: თორნიკე შუბითიძე (წმინდაწყალი/ჯარი).

“ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ – პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა 3000 ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 2000 და მესამე ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარი გადაეცა. ტურნირში კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთო და სპეციალური პრიზები დაწესდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტურნირი, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარადა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორის“ ორგანიზებით გაიმართა. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. პროექტის ფარგლებში პირველობა მინი ფეხბურთში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება და გამარჯვებული რეგიონის მასშტაბით გამოვლინდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები