გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის გარე ზედაპირზე სარეკლამო ადგილების აუქციონის გამარჯვებულებმა ავტობუსებზე გააკრეს სარეკლამო ბანერები, -ინფორმაციას მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჯამში 14 ავტობუსის უკანა მხარეს გაეკვრება რეკლამა. გარდა ამისა ავტობუსებში განთავსდა მარშრუტების საინფორმაციო დაფები.
“გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ავტობუსების გადაადგილების მარშრუტების საინფორმაციო დაფები განთავსდა. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ სქემაზე კონკრეტული გაჩერების ზუსტი მისამართები და ავტობუსების მარშრუტები ნახონ. საინფორმაციო დაფები განთავსდა ავტობუსების როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე ფასადებზე”, – ამბობენ ტრანსპორტის სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, საინფორმაციო დაფების გაკვრა ავტობუსების გაჩერებებზეც იგეგმება.
ინფორმაციისთვის, სააგენტომ ავტობუსებზე განთავსებული სარეკლამო ადგილები აუქციონით გაყიდა, საწყისი ფასი 30 525 ლარი იყო.