გორის მუნიციპალიტეტში, გორისა და კარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. დიდი ლიახვის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას მინერალური რესურსცენტრის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის.
მოსაპოვებული წიაღისეულის ჯამური მოცულობა 46 530 მ3 -ია. ლიცენზიის საწყისი ფასი 49 816 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. ლიცენზიით სარგებლობის ვადა 4 წელია.
წიაღისეულის მოპოვება უნდა წარიმართოს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;
- ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
- ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა.
- ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.
ელექტრონული აუქციონი 2 აგვისტოს დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი