იოსებ მაისურაძე, რომელიც ერთი თვის წინ ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
შემთხვევა გორთან ახლოს მოხდა, მაისურაძე ავტობანზე, ერთ-ერთ კვების ობიექტთან გაჩერებულ ზურა ჯაფარიძესთან მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით, მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და თქვა, რომ ეს მან ჩაიდინა. მომხდარიდან მალევე იგი დააკავეს, გორის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დატოვეთ კომენტარი