იგოეთი – კასპის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღპა. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. ისინი კლასელები და მეზობლები იყვნენ.
“აქამდე რომ იტყოდა ვინმე, მთელი სოფელი ან მთელი ქალაქი გლოვობდა გარდაცვლილსო, გაზვიადებული ნათქვამი მეგონა ყოველთვის და გუშინდელმა დღემ ნათლად გვანახა, რომ სამი ოჯახის ტრაგედია მთლიანად კასპის ტრაგედია აღმოჩნდა. ისეთი საშინელი ამბავი მოხდა, რომ ყველა ადამიანის ტრაგედად იქცა ეს შემზარავი ფაქტი. ყველაზე უბედურება გუშინდელ დღეს ის იყო, რომ სამი კლასელი, სამივე გიორგი და სამივე მეზობლები იყვნენ”, – წერს ირაკლი მილაძე.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, საღამოს იგოეთთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.