მიმდინარე წელს გორში, მხოლოდ ერთი საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რომელიც კომბინატის დასახლებაში მდებარე ნომერ მე-3 საბავშვო ბაღში განთავსდება.
საზაფხულო ბაღში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მშობლებს 10 ივლისიდან შეეძლოთ, ვადა ხვალ, 25 ივლისს იწურება, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ვებგვერზე: http://gorikids.ge არც ერთი სარეგისტრაციო ველი არ იხსნება.
“ხალხო, ვინმემ დაარეგისტრირეთ ბავშვი? ორი დღეა ვცდილობ დარეგისტრირებას და არ მიხსნის სარეგისტრაციო გვერდს. ვრეკავ სააგენტოს ნომერზე და ვერ გავდივარ”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
“მოზაიკას” სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს, რომ საზაფხულო ბაღში ადგილები ამოიწურა, რის გამოც რეგიისტრაციისთვის განკუთვნილი ლინკები აღარ მუშაობს.
“უკვე შეივსო ადგილები საზაფხულო ბაღში და ამიტომ სისტემა აღარ უშვებს რეგისტაციის ველში მომხმარებელს. დაახლოებით 200-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა”, – გვითხრეს სააგენტოში.