დღეს, ერისთავის თეატრში, ლიტერატურული კონკურსის “მაჩაბელის” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“ გადაეცათ:
- საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული – სოსო მეშველიანი, პოეტური კრებულისთვის ,,მწერი ქარვაში“.
- საუკეთესო პროზაული ნაწარმოები – დათია ბადალაშვილი, მოთხრობისთვის „ევა, იანვარა და იასამანი“.
- საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი: ხათუნა ცხადაძე – იტალო კალვინოს რომანისთვის „კოსმოკომიკური ამბები“.
- მაია ბადრიძე – კატია პეტროვსკაის რომანისთვის „ალბათ ესთერი“.
- საუკეთესო პიესა – ბესო ხვედელიძე დრამატურგიული ნაწარმოებისთვის ,,ხიდჩატეხილობა“.
- ჟიურის რჩეულის პრემია გადაეცა პოეტ მანანა ჩიტიშვილს.
“წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს სოსო მეშველიანს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. „მაჩაბელის“ დაჯილდოების ცერემონიას სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდა”, – წერს გორის მერია.
კონკურსის ორგანიზატორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.
დატოვეთ კომენტარი