კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 59 762 ლარია გათვალისწინებული.
დაგეგმილია შენობის ფასადის შეღებვა, იატაკისა და კედლის კედლის საფარის დაგება, ასევე ელექტროგაყვანილობების მოწესრიგება.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე.
დატოვეთ კომენტარი