ახალი ამბები

გორის მერიამ, გენ.გეგმის გარეშე, ბოლო ერთ წელში 217 სამშენებლო ნებართვა გასცა

გორის მერიამ ბოლო ერთ წელში 2017 სამშენებლო ნებართვა გასცა. საუბარია 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში. 

“გაიცა 217 მშენებლობის ნებართვა, მათ შორის: ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების”, – ვკითხულობთ სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ერთ წელში, მერიამ სხვადასხვა საწარმოების მშენებლობის ნებართვებიც გასცა. 

“მათ შორისაა მუყაოს გადამამუშავებელი, თევზის გადამამუშავებელი, ხილის გადამამუშავებელი, მეტალო-პლასმასის, რკინის გადამუშავებელი, ცხოველთა კომბინირებული საკვების საწარმო, ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი და სასოფლო სამეუნრეო პროდუქტების შესანახი სამაცივრე საწარმოები”, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

განყოფილების ცნობით, სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 312 594 ლარი შევიდა.

ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?

ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ

ინფორმაციისთვის, სამშენებლო ნებართვების გაცემა მუნიციპალიტეტში გენერალური გეგმის არქონის პირობებში ხდება, რაც სამოქალაქო სექტორის შეფასებით, დაუშველია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწეოდებენ, რომგენ.გეგმის დამტკიცება დააჩქაროს და იქამდე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვები აღარ გასცეს. 

დატოვეთ კომენტარი