ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საავტომობილო გზებზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის მოწყობას ითხოვენ.
ბარიერების დამონტაჟების საჭიროებაზე აქტიურად საუბრობს დირბის, ძევიჯვრის, სანებელის და ქვემო კრობანის მოსახლეობა.
“სანებელშიც საჭიროა სტადიონთა რომ გაკეთდეს, ძალიან დიდი სიჩქარით დადიან მძღოლები” – წერენ ადგილობრივები.
“ქვემო კრობანშიც თვითნებურად მოგვიწევს გაკეთება, სხვა გამოსავალი არ იქნება, როცა თვითონ არ აკეთებენ”, – აღნიშნავენ სოფელში.
დატოვეთ კომენტარი