ახალი ამბები

კასპში ორი მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ორი მამაკაცის დაჭრის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117 -ე მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ივლისს სოფელ თელიანში ორ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვეთ კომენტარი