გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ერთ-ერთი ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული ლევან მანძულაშვილის სახელის მინიჭება სურთ.
ინიციატივით საკრებულოს კობა ბერიანიძემ მიმართა.
“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის კობა ბერიანიძის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს, ზეღდულეთში მინიჭებული გეოგრაფიული ობიექტისთვის – N2 ქუჩისთვის და N2 ქუჩის I შესახვევისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევას და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან მანძულაშვილის სახელის დარქმევას”, – წერია განკარგულებაში.
ინფორმაციისთვის, ლევან მანძულაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ ზემო ხვითთან დაიღუპა, მაშინ ის 25 წლის იყო. ზეღდულეთიდან აგვისტოს ომს ლევანის გარდა კიდევ ორი ახალგაზრდა არჩილ ბერიანიძე და არჩილ ცერცვაძე ემსხვერპლა. 2019 წელს ადგილობრივებმა მათივე ინიციატივით, გმირების სახელზე სოფელში მემორიალური სკვერი მოაწყეს. მემორიალის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა