გორში სუხიშვილის N16-ის ეზოში მდებარე ავტოფარეხებს შორის ბავშვი ჩავარდა და დაშავდა.
როგორც “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, საუბარია ავტოფარეხებს შორის სივრცეზე, რომელიც გადახურული არ არის.
“წლებია ეს პრობლემა გვაქვს. ეზოში დგას ავტოფარეხები და მათ შორის არის დარჩენილი სივრცე, რომელიც გადახურული არ არის. არაერთი ბავშვია ჩავარდნილი და დაზიანებული. სანამ რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდება, ხო შეიძლება მოგვარდეს”, – გვითხრა ზერეკიძემ.
მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ვერხვების მაჟორიტართან შეხვედრა და პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნა უნდათ.
“ვერხვების მაჟორიტართან გვინდა გსაუბრება, იქნება რამე მოახერხონ და გააკეთონ”, – გვითხრა ზერეკიძემ.
დატოვეთ კომენტარი