გორის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დააქვეითეს. როგორც დავით ჩიხრაძემ გვითხრა, მერის გადაწყვეტილებით, ის ამავე სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
“არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მერისგან და მე დავეთანხმე. დაახლოებით 2 თვეა, აღნიშნულ სამსახურს აღარ ვხელმძღვანელობ”, – გვითხრა დავით ჩიხრაძემ.
გორის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. მერიამ, აღნიშნულ პოზიციაზე 7 ივლისს კონკურსი გამოაცხადა და განაცხადების მიღებას 11 ივლისამდე აპირებს.
დატოვეთ კომენტარი