8 ივლისს, გორის ხელოვნების სახლში გაიხსნა გამოფენა „გარდაქმნა“. გამოფენა აერთიანებს გურამ წიბახაშვილისა და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრებს, სადაც ასახულია საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმა. წარსულში შექმნილ ფორმათა გარდაქმნა ამ ნამუშევრებში სრულიად ახალ შინაარსს იძენს.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. ხელოვნების სახლი ღიაა ყოველ დღე, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.
პროექტი “Art House 20 23” ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
დატოვეთ კომენტარი