კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტულია ვაზნებიც. ტერიტორიაზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
საგამოძიებო მოქმედებებს კასპის პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი ბეეგლარაშვილი უძღვება, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კასპში მომხდარი დაპირისპირების დროს ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ აგრესიას და ძალადობას ტელეფონით იღებდა, თუმცა ძალადობის აღსაკვეთად არაფერი მოუმოქმედებია.
დატოვეთ კომენტარი