კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
მერიის ცნობით, გამოკვლევებს ზემო ხანდაკის და ახალქალაქის მოსახლეობას მერიის მხარდაჭერით შპს “მედალფა“ 7 ივლისს ჩაუტარებს.
პაციენტებს მოემსახურებიან: ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი (პორტარტული ექოსკოპიის აპარატი), კარდიოლოგი, ნევროლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი (გლუკომეტრის აპარატი) და გინეკოლოგი.
პაციენტების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი