ახალი ამბები

ბაღში საქონლის შეშვების გამო, ქორდში მამაკაცებმა იჩხუბეს – ერთი მათგანი დაიღუპა

ქორდში მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. 

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა. 

“გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ფიზიკური დაპისრიპირების შემდეგ, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. 

მომხდარს ადასტურებს სოფელში მერის წარმომადგენელიც. 

“მე პოლიციამ უკვე დამკითხა და რაც ვიცი თქვენც გეუბნებით”, – გვითხრა გია ჯალაბაძე

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.