ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერის საჯარო სკოლის მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება.
ნონა გორგაძე, 609 ივლისს დაგეგმილ ვორქშოპზე eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში მიიწვიეს.
“ის eTwinning-ის პროგრამაში წლებია აქტიურად არის ჩართული და წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო პროექტებს. მის მიერ ტეზერის საჯარო სკოლაში განხორციელებულ თითქმის ყველა პროექტს მინიჭებული აქვს, როგორც ეროვნული, ისე ევროპული ხარისხის ნიშანი”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
დატოვეთ კომენტარი