ახალი ამბები

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ 7 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვა

უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე.

დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება. აქედან, ორ პირს გაუხანგრძლივდათ წინასწარი პატიმრობა. ორ დაკავებულების ე.წ სასამრთლო პროცესები გრძელდება.

ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა 19 ივნისი დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძესა და კახაბერ ნათაძეზეს, მათთან დაკავშირებით არანაირად ახალი დეტალი შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.

ერგნეთში მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ჰუმანიტარული საკითხებზეც იმსჯელეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები