ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, 113-ე შეხვედრა იმართება. მხარეები ამ წუთებში იკრიბებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, დაისმება ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი.
მისივე ცნობით, წინა შეხვედრიდან დღემდე გორის და ქარელის სოფლებში ბორდერიზაციის განახლების 4 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ამ პერიოდში კი ოკუპანტებმა 2 მოქალაქე გაიტაცეს.
ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება 7 პირი, მათი ნაწილი ერთ წელზე მეტია ტყვეობაში იმყოფება. ოფიციალური თბილისი უკანონო პატიმრების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს და ბორდერიზაციის შემთხვევებს გააპროტესტებს.