ქვიშხეთში მდებარე, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, შესაძლოა, კერძო კომპანიას გადაეცეს. საუბარია 3-წლიანიიჯარაზე, რომლის ინიციატორი შპს “ლუკექსპო ჯორჯიაა”.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, კომპანიამ ხაშურის მერიას მიმართა თხოვნით, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი კომპანიას იჯარით გადასცენ. ამ ფაქტს ხაშურის მერიაც ადასტურებს.
“კომპანია გამოხატავს მზადყოფნას სახლ-მუზეუმის ტერიტორიის განვითარებისთვის 3 წლის განმავლობაში განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია. აღნიშნულ მომართვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა მერიის შესაბამის სამსახურებსა და უწყებებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების წარმომადგენლების ჩართულობით”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ეს ის კომპანიაა, რომელიც მუზუემის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთს და სასტუმრო “მწერლებს” ფლობს. მისი მეპატრონე ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, სამუზეუმო გაერთიანების უფროსმა რამდენიმე თვის წინ მიწების მიტაცებაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე: კურორტ “მწერლების” მეპატრონეს ყიფიანის სახლ-მუზეუმის მიწის მიტაცებაში ადანაშაულებენ