დღეს გორში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 8 აპლიკანტი არ გამოცხადდა.
გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის, თინათის გვერდწითელის ინფორმაციით, ქართულის გამოცდაზე შიდა წართლიდან 476 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 8 მათგანი გამოცდაზე არ მივიდა.
“ახლაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი, სადაც 468 აბიტურიენტი წერს გამოცდას. დაგვიანებები არ ყოფილა, მშვიდად დაიწყო პირველი დღე”, – ამბობს გვერდწითელიინფორმაციისთვის, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენით და ლიტერატურით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი