ახალი ამბები

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლების ასაშლელად ორდღიანი ვადა მისცეს 

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლების ასაშლელად ორდღიანი ვადა მისცეს. 

მოვაჭრეების განცხადებით, ახლადშექმნილი ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი გააფრთხილეს და უთხრეს, რომ თუკი ორ დღეში ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, დაჯარიმდებიან. 

“დაგაჯარიმებთ და საქონელს ჩამოგართმევთო, განყოფილებაშიც გადაგიყვანთო. 8 წელია აქ ვდგევარ, ავადმყოფი შვილები მყავს, ჩემს მეტი იმათ პატრონი არ ჰყავთ. ზემოთ ბაზარში წადიო და იქ რომ დავდგე, მე არ მაქვს საშუალება საფასური გადავიხადო. ამდენი წლის განმავლობაში აქ ვდგავარ, შუადღემდე ვარ ხოლმე. პურის ფულს ვშოულობ და სახლში მივდივარ. მეორად ტანსაცმელს ვყიდი, სხვა არაფრის საშუალება არ მაქვს. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვიდგები, სანამ ცოცხალი ვარ”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ფატი ფარეხელაშვილი. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალური ინსპექცია ცოტა ხნის წინ შეიქმნა. აღნიშნული სააგენტო გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი მე-12 ა(ა)იპია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.