ახალი ამბები

“რაც კასპში ვიხილეთ, ეს იყო ძალადობის არა მხოლოდ წახალისება, არამედ ორგანიზება” – იურისტი 

რაც კასპში ვიხილეთ, ეს იყო ძალადობის არა მხოლოდ წახალისება, არამედ ორგანიზება, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ალექსი მერებაშვილი. 

მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ და აუცილებლად, ძალადობის ორგანიზების მუხლით. 

“სახეზე გვაქვს არა წახალისება, არამედ ორგანიზება სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირების მიერ და ეს იკვეთება განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ადგილზე მყოფი პოლიციელები არაფერს აკეთებდნენ ძალადობის აღსაკვეთად. აუცილებელია, რომ გამოძიება დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით. სამართლრებრივ სახელმწიფოში ასეთ შემთხვევებზე გამოძიება უნდა დაიწყოს პრიკურატურა”, – აღნიშნავს ლექსო მერებაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს კასპში ენმ-ის წევრებს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა პარტიული შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები კასპში ჩავიდნენ და ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. ისინი ასევე უტევდნენ ადგილზე მომუშავე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსაც. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.