ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 3 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს გადახურავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უწყებას დაგეგმილი აქვს:
- შუშის ქარხნის დასახლებაში, ბინა №10-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქანობიანი სახურავის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა 71 501 ლარად;
- ოქტომბრის №101-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის და სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა 141 104 ლარად;
- შუშის ქარხნის დასახლებაში, ბინა №6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქანობიანი სახურავის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა 131 385 ლარად.
სატენდერო პირობების მიხედვით, გადახურვის სამუშაოები, შუშის ქარხნის კორპუსის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებიდან 63 კალენდარულ დღეში, ხოლო ოქტომბრის ქუჩაზე მდებარე კორპუსის შემთხვევაში, 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი