ა(ა)იპ “გორის მუნიციპალური ინსპექციის” დირექტორად ილია რაზმაძე დაინიშნა.
ის მანამდე გორის მერიაში მუშაობდა, ქონების და ინფრასტრუქტურის განყოფილებებში.
აღნიშნული სამსახური გორის მერიასთან დაქვემდებარებული მე-12 ა(ა)იპ-ია, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა. მისი მიზანია საზედამხვედელო საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელება და ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელსაც ამ დრომდე ვერც ერთი მუნიციპალური ორგანო ვერ ახერხებდა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სამსახური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში დროებით განთავსდა.
დატოვეთ კომენტარი