მდინარე ლიახვში 22 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა. ცუდი ხილვადობის გამო, სამუშაოები ხვალ გაგრძელდება. ადგილზე რჩებიან მაშველები და მყვინთავები.
ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, თედოწმინდაში, მდინარე ლიახვში მეგობრებთან ერთად გასაგრიბლად შევიდა, თუმცა დინებამ გაიტაცა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაები.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივი არ არის და ის ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.
დატოვეთ კომენტარი