ახალი ამბები

გორში გურამ პაპიტაშვილს ბარელიეფს გაუხსნიან

ძიუდოს ერთ-ერთ ფუძემდებელ გურამ პაპიტაშვილს  გორში ბარელიეფს გაუხსნიან. 

ბარელიეფი მისივე სახელობის დარბაზის ფასადზე გაკეთდა და მისი გახსნა პირველ ივლისს, 13:00 საათზეა დაგეგმილი. 

ღონისძიება გურამ პაპიტაშვილის გარდაცვალების თარიღს ემთხვევა – აღიარებული მწვრთნელი ერთი წლის წინ 1-ელ ივლისს გარდაიცვალა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მისი ხსოვნისადმი მიძვღნილ ღონისძიებებს გეგმავს. 

“14:00 საათზე გურამ პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება გორის კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში.  დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ”, – წერს სააგენტო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.